თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა სტუდენტური დებატები თემაზე: სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში.
დებატები ჩატარდება საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში: ახალციხე, ბათუმი, თბილისი, თელავი, ქუთაისი. ყოველ ქალაქში გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებს დააჯილდოვებენ და მიიწვევენ საზაფხულო სკოლაში 2013 წლის აგვისტოში.
დებატებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს. სტუდენტურ გუნდებს დარეგისტრირება
შეუძლიათ 30 მაისამდე.
წყარო: დემოკრატიულ მესხთა კავშირის გვერდი სოციალურ ქსელში