თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფოს
სასოფლო–სამეურნეო პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სასოფლო-სამეურნეო პროექტების შესახებ საზოგადოების
ინფორმირება მართებულად ხდება და ამ ტიპის დახმარება სახელმწიფო პროგრამად წარმოჩინდება
და არა – კერძო ქველმოქმედებად. თუმცა თებერვალში იყო შემთხვევა, როდესაც საქველმოქმედო
ფონდმა „ქართუმ" კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას 100 მილიონ ლარამდე თანხა
კომპენსაციების სახით გადასცა და იმ დროს პირდაპირ ითქვა, რომ ეს იყო კერძო ქველმოქმედება.
მსგავს ფაქტებს სჭირდება ნათელი საკანონმდებლო რეგულირება, რათა ყველასთვის ცალსახა
იყოს ასეთი ქმედება წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას, შესაბამისად, სანამ კანონმდებლობაში
შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება, უმჯობესი იქნება, თუ პოლიტიკოსები და განსაკუთრებით
მაღალი თანამდებობის პირები, თავს შეიკავებენ საკუთარი სახსრებით ასეთი პროექტების
დაფინანსებისგან", – განცხადებას ხელს საქართველოს იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო
გამჭვირვალობა – საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოება აწერს.
წყარო:
gyla.ge