თბილისი. გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, მე-12 საუკუნის დინასტიური ქორწინების, სიყვარულის, შუღლისა და შერიგების ამბავი თეატრალურ სცენაზე გაცოცხლდა.
„თამარ მეფისა და დავით სოსლანის კავშირი ქართულ-ოსური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული სიმბოლოა.
პროექტის განხორციელებაზე იზრუნა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიური მოზაიკა“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.
სპეკტაკლში მონაწილეობენ ეთნიკურად ქართველი და ოსი მსახიობები - თინათინ კობალაძე, მანანა ცინცაძე, ლილი ხურითი, ნანა ხურითი, ვაჟა ფუხაევი, ვიქტორია იუსოევა და მეგი თედეევა. მუსიკალურ გაფორმება ეთნიკურად ქართველ და ოს კომპოზიტორებს ეკუთვნის, ხოლო ტექსტში გამოყენებულია ციტატები „ვეფხისტყაოსნიდან“ ქართულ და ოსურ ენებზე“.
წყარო: www.ge.undp.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)