თბილისი. ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საია 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შეფასებას აქვეყნებს.
„10 დეკემბერს აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს თარიღი უკავშირდება 73 წლის წინანდელ ფაქტს, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. საია ტრადიციულად წარმოადგენს მიმდინარე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სფეროში იდენტიფიცირებულ ძირითად გამოწვევებს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს სოციალურ-ეკონომიკური, განათლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, გარემოსდაცვითი, საარჩევნო კუთხით მიმოიხილავს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)