თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 193’500 ევროს გადახდა დააკისრა 2013 წელს აიდაჰო დღეს უფლებების დარღვევის გამო.
საქმეებს აწარმოებდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, “იდენტობა” და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).
„სახელმწიფოს მომჩივანთა სასარგებლოდ 193’500 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. იმავდროულად, გადაწყვეტილება ითვალისწინებს მთელ რიგ ზოგად ზომებს, რომელთან დაკავშირებითაც საჩივრის წარმდგენი ორგანიზაციები მომავალში კომუნიკაციას აწარმოებენ მინისტრთა კომიტეტთან, როგორც გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებაზე ზედამხედველ საერთაშორისო ორგანოსთან“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)