თბილისი. ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში, ომბუდსმენის აპარატის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს მუნიციპალური ცენტრების სამიზნე ჯგუფებთან და მათ ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგადი პრინციპები და სახალხო დამცველის მანდატი გააცნეს.
„შეხვედრების მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თუ რა გავლენა მოახდინა კოვიდ 19-ის პანდემიამ ადამიანის უფლებებზე და როგორია სახალხო დამცველის პრაქტიკა გამოკვეთილი გამოწვევებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)