თბილისი. 14 მაისს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პროექტის ,, ევროპის დღეების '' დახურვის ცერემონიალი გაიმართა . ღონისძიებას მინისტრის მრჩეველი ევროინტეგრაციის საკითხებში, და საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრი ესწრებოდნენ. ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერაზე. ღონისძიების დასასრულს გაიმართა ინტელექტუალური თამაშები ,,ევროკავშირის'' თემატიკაზე. ასევე , 2013 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა წარმოადგინა სპეციალური ვიდეო-მიმართვა – ,, ევროპა ჩემი არჩევანია''. პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის ყველა წევრს სერთიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში