თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ორგანიზაციის შეფასებას: როგორი იყო რელიგიის თავისუფლების და არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მდგომარეობა ქვეყანაში 2021 წელს.
„მიმდინარე წელს ისევ ვიხილეთ რელიგიური და ეთნიკური კონოტაციის მქონე სოციალური კონფლიქტები ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლებისთვის თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკაში პოზიტიური გარდაქმნებისა და არსებითი რეფორმების სიგნალი ისევ არ გახდა.
მეტიც, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში წინასაარჩევნო პროცესებმა და ხელისუფლების მხრიდან მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების გამოცდილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, ამ რეგიონების ინტეგრაციის სუსტი პოლიტიკის, დემოკრატიიდან გამორიცხვისა და პერიფერიალიზაციის პოლიტიკური განზრახვები“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)