en
ge

ფორუმი გამჭვირვალე და დემოკრატიული სასამართლოს საკითხებზე

თბილისი.6 ივლისს, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ფორუმი მოაწყო, რომელიც დემოკრატიული და გამჭვირვალე სასამართლოს ადმინისტრირების ხელშეწყობის საკითხებს დაეთმო. ფორუმი აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორმა, სტივენ ჰეიკინმა გახსნა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა კი აუდიტორიას მოსამართლეთა თვითმმართველობის და ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები წარუდგინდა.  
ფორუმზე ასევე წარადგინეს კოალიციის მიერ მომზადებულ ანგარიში, სადაც განხილულია ის საკითხები, რომელიც გავლენას ახდენს სასამართლოს მიმდინარე რეფორმებზე. განსაკუთრებულ მწვავე პრობლემადაა მიჩნეული სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, სხდომებზე ფოტო, ვიდეო–გადაღების და აუდიოჩანაწერების არსებული წესი, რომელიც ანგარიშის ავტორების აზრით, გამჭვირვალობის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია მოსამართლეთა თვითმმართველობის როლის გაზრდის მნიშვნელობა სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესში, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერება და ა.შ.
ფორუმს ესწრებოდნენ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი, საქართველოს იუსიტიციის საბჭოს მდივანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე, ასევე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.  ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგის გაღრმავებას ხელისულფებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. დღევანელი შეხვედრა მუხეთე ღონისძიებაა კოალიციის მიერ ორგანიზებულ ფორუმთა შორის.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)