აჭარა. ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში გრძელდება საინფორმაციო სემინარების ციკლი, რომელიც ჯანმრთელი დაბერების საკითხებს ეხება. 15 მაისის სემინარზე ლექტორმა ისაუბრა ჯანსაღის ცხოვრების წესის, ბალანსირებული კვების, ფიზიკური აქტივობების შესახებ. ბენეფიციარებს დაურიგდათ ლექტორის მიერ მომზადებული თემატური საინფორმაციო მასალა. სემინარები ტარდება პროექტის ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის" ფარგლებში, რომლის მიზანია დაეხმაროს ხანდაზმულებს იცხოვრონ სრულფასოვნად და პროდუქტიულად, იყვნენ თავიანთი ოჯახებისა და ზოგადად საზოგადოების აქტიური წევრები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში