კახეთი. ,,თელავის განათლების გავითარების და დასაქმების ცენტრმა" დაიწყო ახალი პროექტის „ახალგაზრდები მეტი ჩართულობისათვის" – განხორციელება.
ცენტრის კორდინატორი მერი პაპუნაშვილი: ,,ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს ახალგაზრდების ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ პროექტით გარკვეული აქტივობებია დაგეგმილი, ვცდილობთ ახალგაზრდებს თავისუფლება მივანიჭოთ, ასევე, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ ინტერესებსა და ორგანიზაცია შესაბამის სერვისებს სთავაზობს მათ.
ვფიქრობ, დღეისათვის თელავში და ზოგადად კახეთში სამოქალაქო ცნობიერების დონე შედარებით უკეთესია, ვიდრე ეს სამი წლის წინ იყო, რაშიც ძალიან დიდი წვლილი ჩვენს ორგანიზაციასაც მიუძღვის.’’