en
ge

კონფერენცია – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობა“

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით 15 მაისს დაიწყო კონფერენცია თემაზე – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობა".  კონფერენციაში დედაქალაქისა და რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციების 60–მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ საკითხებს:  სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა; სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის სამართლებრივი რეგულირება საქართველოში; ფინანსების მოძიება და ქველმოქმედება; ეკონომიკური საქმიანობა და სოციალური მეწარმეობა; საჯარო დაფინანსება – სოციალური კონტრაქტები და სახელმწიფო გრანტები; მოხალისეობრივი საქმიანობის რეგულირება საქართველოში.
კონფერენციის მიზანია, დახმარება აღმოუჩინოს ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს იმ საკანონმდებლო გზების მოძიებასა და გამოყენებაში, რომლითაც ისინი შეძლებენ შეინარჩუნონ ფინანსური მდგრადობა.
ორდღიანი კონფერენცია 16 მაისს დაიხურება და იგი  აღმოსავლეთ–დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)