თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს ბლოგპოსტს: სანტა კლაუსის ქრისტიანული საფუძვლები და საშობაო ტრადიციები.
„ქალაქ პეტრაში მსახურებისას წმინდა ნიკოლოზმა გაიგო ამბავი ერთი ღარიბი ადამიანისა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა გასათხოვარი. იმჟამად არსებული წესების მიხედვით, შვილის გათხოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მას კი საამისო შესაძლებლობა არ გააჩნდა. წმინდა ნიკოლოზი სამჯერ ჩუმად ესტუმრა მის სახლს. ის ბუხრის საკვამურიდან ჩადიოდა და ყოველ ჯერზე წინდაში ჩადებულ ფულს ტოვებდა. აქედან მოდის წარმოდგენა, რომ სანტა კლაუსიც ბუხრის საკვამურში ჩადის და იქ საგანგებოდ დატოვებულ წინდებში საჩუქრებს არიგებს. წმინდანის ხსენების დღე 6 დეკემბერია (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ძველი სტილით 19 დეკემბერს აღნიშნავს), რამაც მისი სახელი შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს კიდევ უფრო დაუკავშირა. დღესაც, ხორვატიასა და უნგრეთში, ასევე ჰოლანდიაში საჩუქრებს შობასთან ერთად სწორედ 6 დეკემბერს ჩუქნიან ერთმანეთს. წმინდა ნიკოლოზის თაყვანისცემა ევროპაში VI- VIII საუკუნიდან იწყება“.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)