თბილისი. „მითების დეტექტორი“ Snopes-ის მასალის მიხედვით მომზადებულ ბლოგპოსტს აქვეყნებს: საშობაო სუვენირი, თოვლის გლობუსი შემთხვევით გამოიგონეს?.
„ერვინ პერზის შვილიშვილი BBC-ს უყვება, თუ როგორ მივიდა შემთხვევით ავსტრიელი ქირურგიული ინსტრუმენტების მექანიკოსი თოვლის გლობისუს შექმნის იდეამდე 1900 წელს: პერზი ფეხსაცმლის შემქმნელებისგან იყო ინსპირირებული, რომლებიც სინათლის გასაზრდელად სანთლის წინ წყლით სავსე მრგვალი ფორმის მინას (აბაჟურს) დებდნენ. ეს მათ საშუალებას აძლევდა, თითქმის ხელის მტევნის სიდიდის სინათლის წყარო მიეღოთ.
ეს იყო პრინციპი, რომლის გამოყენებითაც პერზის უნდოდა, ნათურის სინათლე გაეზარდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ ეს მეთოდი არ მუშაობდა. მისი შვილიშვილი ყვება, რომ “ერთ დღესაც მან თეთრი ფხვნილი, სემოლინა (მანის ფაფა), რომელსაც ბავშვის საკვებად იყენებენ, წყლით სავსე გლობუსის ფორმის შუშის ჭურჭელში ჩაყარა. ფხვნილი წყლით გაიჟღინთა და ჭურჭლის ძირისკენ ნელნელა დაეშვა. სწორედ ამ ეფექტმა პერზის თოვლის მოსვლა მოაგონა, და ეს იყო პირველი, უმარტივესი იდეა თოვლის გლობუსის შესაქმნელად“.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)