გურია. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლში, გურიაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით, სოციალური მეწარმეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
„როგორც ყველა ბიზნესს, სოციალურ მეწარმეობასაც სჭირდება ბიზნეს გეგმა. სწორედ ბიზნეს გეგმის მომზადება და საგრანტო განაცხადის შევსების თავისებურებები იყო ჩვენი შეხვედრის მიზანი.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კორნად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)