თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი სანატორიუმ „ქართლში“ ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და ადგილზე მოისმინა მათი პრობლემების შესახებ.
„ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ობიექტი სახიფათოა საცხოვრებლად, მათ შორის შენობაში ცხოვრობენ არასრულწლოვნებიც, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აწარმოოს შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები დევნილ ოჯახებთან, მოისმინოს საცხოვრებლის მოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებებისა და ქირის სარგებლობის შემთხვევაში შეწყვეტის თაობაზე გამოთქმული წუხილების შესახებ, პრევენციულად მოახდინოს რეაგირება შესაძლო რისკებზე, რათა უმოკლეს ვადებში შესაძლებელი გახდეს დევნილი ოჯახების უსაფრთხო ადგილას განსახლება“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)