თბილისი. მიმდინარე წლის 14 მაისს, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ორგანიზებით სასტუმრო „ბეტსიში", გაიმართა კონფერენცია საქართველოს და აშშ-ს კერძო სექტორებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის, აშშ–ს საელჩოს,
ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები
კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ს შორის გაფორმებული ქარტიის ეკონომიკურ საკითხებს და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების გაღრმავების სხვადასხვა გზების განხილვას. შემდგომ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა პრეზენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესზე აშშ-ში და მათ მნიშვნელობაზე ზოგადად ქვეყნის განვითარების საქმეში. ასევე გაიმართა პროგრამის (The Special Americam
Business Internship Training) პრეზენტაცია, რომელიც
საშუალებას აძლევს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს კერძო სექტორიდან გაიარონ პრაქტიკა აშშ-ში მათთვის საინტერესო სფეროში. ასევე გაიმართა ვორქშოფი ასოციაციების განვითარების თემაზე.
წყარო
– ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში