თბილისი. სახალხო დამცველი მის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის N5 დასკვნას აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ.
„პაციენტის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
ფსიქოთერაპია - რაც დეპრესიისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის პირველი რიგის მიდგომაა, და სავარაუდოდ ხელს შეუწყობს ადეკვატური კვების რეჟიმის განახლებას;
ფიზიკური რეაბილიტაცია;
დამატებითი კვლევის თვალსაზრისით, რეკომენდირებულია თავის MRT კვლევა;
ნევროლოგიური მონიტორირება და პროგრესირების შემთხვევაში ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევის ჩატარება”.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)