აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ხელვაჩაურის მერიის ახალაგაზრდული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის იწყება გრძელვადიანი საგანამანათლებლო კამპანია – „შენი ხმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში!“.
კამპანიის მიზანია სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერა და თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა.
კამპანიაში მონაწილეობისთვის განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ხელვაჩაურში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს.
მსურველებმა 2022 წლის 1 თებერვლამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა...
კამპანია – „შენი ხმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში!“ ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრთან პარტნიორობით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)