იმერეთი. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“-ს, „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“-ს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
„ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება, ახალგაზრდულ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება და დანერგვა“.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშრისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)