en
ge

გამჭვირვალობა „ოკუპირებული ტერიტორიების“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ

თბილისი.საქართველოს პარლამენტმა გუშინ დაიწყო და დღეს გაგრძელდება მოსმენა „ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ კანონში ცვლილებების საკითხზე. საერთაშორისო გამჭვირვალობამ ამ საკითხზე ინფორმაცია განათავსა სოციალურ ქსელში. „გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენ კანონპროექტის ინიცირებისთანავე გამოვეხმაურეთ ცვლილებების პროექტს და მივესალმეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საზღვრის გადმოკვეთის რეგულაციის ლიბერალიზაციას. თუმცა, ჩვენი აზრითაც, ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებული და დანარჩენი ტერიტორიებიდან საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივი რეჟიმი არსებობდეს. იხილეთ ჩვენი 28 თებერვლის ბლოგპოსტი: არათანმიმდევრული სანქციები საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთვისთვის (http://goo.gl/FbVMh). იმედი გვაქვს, მთავრობა გაითვალისწინებს არსებულ შენიშვნას და მოახდენს საზღვრის გადმოკვეთისათვის დაწესებული სანქციების ჰარმონიზაციას".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)