27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ქალბატონ მაირია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის შეხვდა.
„შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა. ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცესით გაუქმებას, ასევე, სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმებს. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და მათ არასათანადო გამოძიებაზე“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)