en
ge

სამი ორგანიზაცია ერთობლივად დაიცავს გათავისუფლებულთა ინტერესებს

სამი ორგანიზაცია ერთობლივად დაიცავს გათავისუფლებულთა ინტერესებს

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (Gyla) კულტურის მინისტრის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს დაიცავენ.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, ამ ეტაპზე, ჯამში 70-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. ხოლო ათობით გამორჩეული თანამშრომელი გათავისუფლების შიშის ქვეშ აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა პოზიციებზე ამავე სისტემაში.

მინისტრ წულუკიანს მოვუწოდებთ შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული და განსხვავებული მოსაზრებების გამო და გაითვალისწინოს გათავისუფლებული თანამშრომლების ორგანიზებული წინააღმდეგობის მოთხოვნა, შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეს საშუალება, გააგრძელონ მუშაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად“, ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება იხ. ბმულზე...

წყარო: socialjustice.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)