შიდა ქართლი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის იურისტების დახმარებით მოქალაქემ სასამართლო დავა მოიგო.
„დასაქმებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურში 2006 წლიდან მუშაობდა. 2020 წელს რეორგანიზაციის გამო ისე გაათავისუფლეს, რომ არც საშტატო ნუსხა და არც შრომის კოდექსით გათვალისწინებული წერილობითი დასაბუთება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ გადასცემია. მოსარჩელე ითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)