თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2021 წლის კორუფციის აღქმნის ინდექსის შედეგებს ეხმაურება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ 25 იანვარს კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) 2021 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასების მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა 55 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
უმნიშვნელოვანესია, საქართველომ განაახლოს ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციონირება, პირნათლად შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები, მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას, მხედველობაში მიიღოს ამ მიმართულებებით იდენტიფიცირებული გამოწვევები, დროულად შეიმუშაოს ქმედითი პოლიტიკის დოკუმენტები და მათ ფარგლებში გაითვალისწინოს ამბიციური ვალდებულებები“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)