თბილისი.არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისის დღესთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. 17 მაისი
ჰომოფობიისა და
ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო), რომელიც
ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს
არაერთი ქვეყნის
მიერ.
„ამ დღესთან დაკავშირებით ”იდენტობა”, ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” და სხვა ორგანიზაციები პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებენ... აღნიშნული აქციის საპასუხოდ სხვადასხვა ჯგუფებმა ყოფილი პარლამენტის შენობის მახლობლად დაგეგმეს კონტრდემონსტრაციის გამართვა, რომელიც 17 მაისის აქციას ლგბტ თემის პროპაგანდად, უზნეობად განიხილავს და აპროტესტებს მას", ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები – საერთაშორისო
გამჭვირვალობის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,
კონსტიტუციის 42–ე მუხლისა და სამართლიანი არჩევნების ერთობლივ განცხადებაში
ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისს მიმდინარე აქციებს დილიდანვე
კოორდინირებულად დააკვირდებიან.
წინა წლების გამოცდილების საფუძველზე
ორგანიზაციები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ პოლიციამ „წინასწარ შეიმუშავოს უსაფრთხოების ეფექტური სტრატეგია და მიიღოს ყველა ზომა ორივე აქციის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად".
წყარო:
gyla.ge