აჭარა. IDFI-ისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწვევით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) დელეგაცია აჭარაში აღმოჩენილ მასობრივი ტერორის მსხვერპლთა კიდევ ერთ სამარხს სწავლობს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 3 თებერვალს, პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა სრულად გახსნეს №6 სამარხი, რის შემდეგაც დაიწყება ნეშტების ამოსვენების პროცესი. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ამ ეტაპზე, დამატებით ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შსს არქივში დაცული, სხვადასხვა დღეს შედგენილი განაჩენის აღსრულების აქტების შესწავლის შედეგად აღნიშულ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობა ემთხვევა 1938 წლის 15 მარტის განაჩენის აღსრულების აქტში არსებულ რეპრესირებულთა რაოდენობას.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)