საქართველო. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ოზურგეთის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან.
„პროექტის ფარგლებში, IDFI შეაფასებს მუნიციპალიტეტებში რეგულაციების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხს. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრების ცნობიერების ამაღლებას დიალოგის მნიშვნელობასა და ხარისხის შეფასების მექანიზმის თაობაზე“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)