თბილისი. სახალხო დამცველმა „აიბი მთიების“ დირექტორს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.
„კერძო სკოლის, „აიბი მთიების“ ისტორიის მასწავლებელს, მას შემდეგ, რაც მან თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებელს შეატყობინა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით დროებით სარგებლობა ითხოვა, რამდენიმე დღეში აცნობეს, რომ სამსახურში აღარ გამოცხადებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად განმცხადებელს მისი სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება დაუსახელეს“.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ „აიბი მთიების“ მიერ, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპების უპირატესი დაცვით.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)