თბილისი. საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) თბილისის საქალაქო სასამართლოს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა.
„მოსაზრებაში განხილულია 2021 წლის 25 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევისთვის შპს „მთავარი არხის“ 111,903.43 ლარით დააჯარიმების საკითხი.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარმოდგენილი ვიდეორგოლები „პოლიტიკურ რეკლამად“ ამ ცნების ძირითადი ელემენტების უგულებელყოფითა და საერთაშორისო პრაქტიკის თვითნებური განმარტების საფუძველზე დააკვალიფიცირა.
ამასთან, სადავო ვიდეორგოლები არც თავისი შინაარსიდან გამომდინარე მოიცავს „პოლიტიკური რეკლამის“ ცნების ელემენტებს და სინამდვილეში უფრო გონივრული იქნებოდა მათი „სოციალურ რეკლამად“ დაკვალიფიცირება“.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)