თბილისი. საქართველოს გაეროს ასოციაციის ინფორმაციით, ორგანიზაციამ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პლატფორმა - მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი ჩამოაყალიბა.
მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი პროექტის - „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში სამოქალაქო განათლების პლატფორმა - მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი ჩამოაყალიბდა.
„მოძრავი უნივერსიტეტი საქართველოში საუკუნის წინ არსებულ პრაქტიკაზე, პირველი რესპუბლიკის დროს განვითარებული „სახალხო უნივერსიტეტის“ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცდილობს, პროექტში ჩართოს ისეთი ჯგუფები, რომლებიც ნაკლებად აქტიურობენ სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოძრავი უნივერსიტეტის ფარგლებში ტარდება ლექციები, სემინარები და სადისკუსიო შეხვედრები სოფლებსა და რეგიონულ ცენტრებში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)