სამეგრელო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა და ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოების წევრებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ხობის მერიას განცხადებით მიმართეს. დოკუმენტს 47 ადგილობრივი მაცხოვრებელი აწერს ხელს.
„მოვუწოდებთ ხობის მერიასა და სამინისტროს დეტალურად და დროულად შეისწავლონ თორსა-დღვაბელთა პრობლემები, რათა მიმდინარე წელსვე გახდეს შესაძლებელი მათი მოსაგვარებელი სამუშაოების დაწყება“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)