სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, 6 ივლისს ქ.ახალციხეში გაიმართა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და
ჟურნალისტების შეხვედრა თემაზე: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება. შეხვერდრის მიზანი
იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობის შესახებ დისკუსიის
დაწყება. მონაწილეებმა იმსჯელეს, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების
სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიების საჭიროებასა და, მეორეს მხრივ, მედიის, როგორც
სამოქალაქო საზოგადოების აქტორის, როლზე.
შეხვედრაზე აჩვენეს სამოქალაქო
საზოგადოების ინსტიტუტის მომზადებული დოკუმენტური ფილმი,
რომელიც საზოგადოებრივი
ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობაზე, საქართველოში მათ ისტორიულ განვითარებასა
და მათ წინაშე დღეს არსებულ დაბრკოლებებზე, გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის
გზებზე მოგვითხრობს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელიც გაგრძელდა ადგილობრივი ტელევიზიის (მე–9 არხი) ეთერში.