თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის საერთო პროგრამის: „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის“ სტუდენტებისა და საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა.
„სემინარზე ყურადღება გამახვილდა მთავრობებისა და სამხედროების მიერ საბრძოლო მოქმედებების ხაზზე გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივების შინაარსსა და მათი გაბათილების მექანიზმებზე. ამასთანავე, სემინარის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მეინსტრიმული და რუსული მარიონეტული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემოწმებაზე, განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებში (განხილული იყო აფხაზეთისა და ყირიმის მაგალითები)“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)