თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, „ფეისბუქის“ მიერ რამდენჯერმე წაშლის, სხვა პლატფორმებზე გადასვლისა და ტელეარხის შექმნის შემდეგ „ალტ-ინფო“ ფეისბუქზე კვლავ გააქტიურდა.
„ამჯერად პრორუსული ჯგუფისთვის ფეისბუქაუდიტორიამდე მისვლა გაცილებით მარტივი და სტაბილურია, რადგან ორგანიზაციის ძირითად გვერდზე, „ალტ-სიახლეზე“ გაშვებულ პირდაპირ ეთერებს ახლა უკვე პარტია „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ გვერდებზე, ჯგუფებსა და ფეისბუქპროფილებზე ავრცელებენ“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)