თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს საქართველოს 20201 წლის ეკონომიკური ზრდის მიმოხილვის შესახებ.
„2021 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 3%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს, საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდის და მაღალი ინფლაციის ფონზე. 2020 წელს, კოვიდ პანდემიამ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა,რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა -6.8% იყო, მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო ვალი 10.5 მლრდ. ლარით გაიზარდა (+50%). ჯამური ინფლაციამ 15%-ს გადააჭარბა ანალოგიურ პერიოდში. საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 6%-მდე გაიზარდოს 2022 წელს“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)