კახეთი. პროგრამის – „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით" – ფარგლებში კახეთის რეგიონში არსებულ 29 საჯარო სკოლას ტექნიკის სასაჩუქრე პაკეტი გადაეცათ.
პროექტის განმახორციელებელია ორგანიზაცია PH International-ი, რომელიც ზემოთაღნიშნულ აქტივობებს ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს.
ორგანიზაციის წარმომადგენელის ანა ადამიას თქმით, პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლებისა და შესწავლის გაუმჯობესებას.
„პროგრამის უშუალო ბენეფიციარები არიან საშუალო სკოლების 1-12 კლასის ინგლისური ენის მასწავლებლები და მათი მოსწავლეები. პროგრამა ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან - საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით".