en
ge

მე და არჩევნები

აჭარა. 9 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა" ახალგაზრდებისათვის გამართა შეხვედრა თემაზე: „მე და არჩევნები". შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის საარჩევნო სისტემისა და პროცედურების გაცნობა, მათი მოტივაციის გაზრდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. 
შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რატომ არის არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი პოლიტიკური სისტემისათვის. რა უფლებამოსილება აქვს იმ ორგანოებს, რომელთა არჩევნებშიც ვიღებთ მონაწილეობას. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებს დაურიგდათ ბროშურები სახელწოდებით „მე და არჩევნები", რომელიც დაფინანსებულია ევროპის საბჭოს მიერ.  

 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)