სამეგრელო. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელები ზუგდიდში 16 მაისს სტუდენტებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძებ განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხი არამარტო დღის წესრიგში რჩება, არამედ ძლიერდება პრიორიტეტები და ამ მხრივ მუშაობა უფრო აქტიურად გრძელდება. მისივე თქმით, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა მეზობლებთან ნორმალიზებული ურთიერთობა, თუმცა მისივე თქმით, ეს არ უნდა ხდებოდეს საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელები საინფორმაციო შეხვედრებს მთელი ქვეყნის მაშტაბით მართავენ.