თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ზეპირი ისტორიების ციკლს „დაკარგული ხმები“.
ორგანიზაცია ამ პოდკასტებში სხვადასხვა ჯგუფებისა და ადამიანების ისტორიებს გვთავაზობს, რომელთა ხმები საზოგადოებას სუსტად, ან საერთოდ არ ესმის. პოდკასტის მიზანია მათთვის ამ ხმების გაჟღერების შესაძლებლობის მიცემა.
„ეს პოდკასტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარებს ეხება. ჩვენი სტუმარი თემო ხატიაშვილია, რომელსაც მეტადონის პროგრამაში ყოფნის, ასევე სამოქალაქო აქტივიზმის დიდი გამოცდილება აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ამ და მომდევნო პოდკასტებში გაჟღერებული ხმები ერთი მხრივ ადამიანებისთვის შვების მომტანი, მეორე მხრივ კი პოლიტიკის ცვლილებების ხელშემწყობი გახდება“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)