თბილისი. 18 მაისს, 15:00 საათზე სათემო განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ნუკრიანის და ნაფარეულის სახელოსნოებისა და სოციალური საწარმოების გამოფენა–გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნუკრიანისა და ნაფარეულის სოციალური საწარმოების მიერ ვაზისა და ღვინის თემაზე დამზადებული ხელთნაკეთი სუვენირები. ღონისძიებსი ფარგლებში გაიმართება ფოლკლორული კონცერტი და საოჯახო ღვინოების დეგუსტაცია.
მისამართი:თბილისი, გალაქტიონის 20
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში