თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
„სამწუხაროდ, არსებულმა გლობალურმა პოლიტიკამ ამ ომის შეკავება ვერ შეძლო და რუსეთის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური სანქციები საკმარისი ბერკეტი არ აღმოჩნდა ომის შესაჩერებლად. დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფოების კონსოლიდირება მშვიდობისთვის და რუსული სამხედრო ინტერვენციების დაუყოვნებელი შეჩერებისთვის ძირეული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში პრინციპული პოზიციები დაიჭიროს სუვერენული სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების დასაცავად და მიიღოს ყველა ჰუმანიტარული ზომა ომის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)