თბილისი. საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (GCICC) სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას.
კოალიცია მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და რომის სტატუტის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, რომ შეასრულონ პირობა, რომელის მიხედვითაც გენოციდი, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები არასოდეს დარჩება დაუსჯელი.
„მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს: დაიწყოს გამოძიება უკრაინის სიტუაციაზე, რომელთან დაკავშირებითაც, უკვე 8 წელია მიმდინარეობს წინასაგამოძიებო ეტაპი. მიიღოს კონკრეტული ზომები, რათა გასამართლდნენ ის პირები, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომში ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაულები“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)