თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა 10 რეგიონის სოფლის ექიმებისთვის ონლაინტრენინგები ჩაატარა. პროექტის ფარგლებში გადამზადებული სოფლის ექიმები დედებსა და ბავშვებს დისტანციურად დაუჭერენ მხარს და შესაბამის სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.
გაეროს ბავშვთა ფონდი მიმდინარე წელსაც აგრძელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან თანამშრომლობას ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
პროექტი მიმდინარეობს USAID/Georgia-ს მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)