en
ge

არასამთავრობოების განცხადება 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. „17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც აქციის მონაწილეების მიმართ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება", – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. 
ამ ეტაპზე ორგანიზაციები პირველად შეფასებას აკეთებენ და აცხადებენ, რომ შსს–მ „სათანადოდ ვერ შეაფასა კონტრდემონსტრანტების მხრიდან მომდინარე შესაძლო რისკები და ვერ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტრატეგია…პოლიცია არ მოქმედებდა კოორდინირებულად და ხშირ შემთხვევაში იყო უსუსური დაეცვა მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე. პოლიციამ არ გამოავლინა საკმარისი ძალისხმევა რათა უზრუნველეყო აქციის მონაწილეთა  უსაფრთხოება აქციის გამართვის პროცესში...", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გაატაროს ეფექტური ღონისძიებები, ამავე დროს დააყენოს ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვინც სათანადოდ ვერ შეაფასა არსებული რისკები. ასევე, „გამოიძიოს და დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც არ მისცეს საშუალება მოქალაქეებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით ჩაეტარებინათ დაგეგმილი აქცია, ძალადობდნენ განსხვავებული შეხედულების ადამიანების მიმართ, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას".
განცხადებას ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს  დემოკრატიული  ინიციატივა (GDI), ადამიანის  უფლებების  სწავლებისა  და  მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს კონსტიტუციის   42-ე  მუხლი, სამართლიანი  არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).
სრულად 
წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)