თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ბლოგპოსტს: ბოდიშის დღე, ყურბან-ბაირამი.
„ვიზრდებოდი. ბევრი ბაირამი ვნახე, ბევრ ბავშვს ვეთამაშე, ბევრი ვილოცე ჯამეში, ბევრი ბოდიშიც მოვიხადე, იმაზე მეტი ბოდიში, ვიდრე ვინმესთვის რამე მიწყენინებია, მათი დიდი ნაწილი თვალდახუჭული, ხელში ზურგზე დაწოლილი საკლავის ფეხით მაქვს ნათქვამი, რომლის სიბრალულით ქუთუთოები ცრემლებით მებერებოდა და მერე მსკდებოდა, ისე როგორც სისხლი იმ ჩლიქოსანის ყელიდან. ისლამში ასე გვჯერა, რაწამს დაეცემა ღვთის სახელით შეწირული ცხოველის სისხლი დედამიწაზე, მაშინვე აიყრება ცოდვები შენი მხრებიდან. კარგად მახსოვს, სახლის ფანჯრებიდან გადმოყუდებული უხუცესები დამკლავთ როგორ მიუთითებდნენ რიტუალის სწორად შესრულებისკენ და ბოლოს ამბობდნენ „ალლაჰ ყაბულეცუნ“ (ღმერთმა მიიღოს თქვენი ლოცვა)“.
წყარო: socialjustice.org.ge
ფოტო: ავთო შერვაშიძე
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)