en
ge

საქველმოქმედო აქცია ოჯახის დაცვის საერთაშორისო დღეს

აჭარა. ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით 15 მაისს, ოჯახის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქცია მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში შეგროვდა ტანსაცმელი, სათამაშოები და საკვები ხელვაჩაურში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული ოჯახისთვის, რომელშიც 10 წლის დიანა განსაკუთრებული საჭიროების მქონე დედასთან ერთად ცხოვრობს და მასზე ზრუნავს. ოჯახს საჩუქრად ცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი სხვადასხვა მალასები, საბავშვო წიგნები და სასკოლო ნივთები გადაეცა. აქტივობა განხორციელდა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023