en
ge

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

თბილისი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი. 2022 წლის 06 მარტს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ფიშმანის ოჯახი საქართველოშია, ჟურნალისტს კი არ ეძლევა შესაძლებლობა გადმოკვეთოს საზღვარი და ისევ ელოდება პასუხს საქართველოს სახელმწიფოსგან. 

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა.

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა მსგავსს დაბრკოლებებს რუსეთიდან ერევნის გავლით შემოსული სხვა პირები არ აწყდებიან. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა განმარტოს თუ რა გახდა მიხეილ ფიშმანის არ შემოშვების მიზეზი.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს. განუხრელად შეასრულოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ შელახოს კრიტიკული ჟურნალისტების და მათთან ერთად მყოფი პირების უფლებები“.

სრულად...

წყარო: mediacoalition.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)