თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრები აღფრთოვანებას გამოხატავენ გმირი უკრაინელი ერისადმი და გმობენ რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
„ასევე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ევროპულ დემოკრატიულ ოჯახში სრულფასოვანი დამკვიდრება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების ერთერთი უმთავრესი მიზანია - ესაა ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა როგორც წინაპართა, ასევე მომავალი თაობების წინაშე; ესაა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის, უსაფრთხოებისა და განვითარების საიმედო საფუძველი.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)