თბილისი. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში. ასევე, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, იტალიის, ისრაელის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, შვედეთისა და შვეიცარიის საელჩოები საქართველოში.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორები მზად ვართ დავეხმაროთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ქალებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს, უმცირესობების წარმომადგენლებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ლტოლვილებს, და მესამე ქვეყნის მოქალაქებს ამ უდიდესი გაჭირვების ჟამს. სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქალთა უფლებადამცველებთან და მშვიდობისმყოფელებთან პარტნიორობა გადამწყვეტია.
ქალთა ამ საერთაშორისო დღეს, საქართველოში მყოფი საერთაშორისო პარტნიორები, ამ რთულ დროს, ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას ვუცხადებთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენ ვუერთდებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოწოდებას სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს ახლა. საქართველოს და მსოფლიოს მოსახლეობა ითხოვს ამას. ჩვენ შანსი უნდა მივცეთ მშვიდობას“.
წყარო: georgia.un.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)